ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენობანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო. ეს რეგიონში მეოთხე „საქმიანი ეზოა“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით. გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო“ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება.