ComCom-ის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა სახეწოდებით, „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“, რომელსაც ფსიქოლოგი და ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი - რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები პროპაგანდის ფორმებსა და ხერხებს, ასევე, დეზინფორმაციისა და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა მაგალითს გაეცნენ და იმ შედეგებზე იმსჯელეს, რომელიც აღნიშნული ტიპის ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.