ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებისთვის მოლაპარაკების კიდევ ერთ ჩარჩოზე მუშაობენ. ნეთანიაჰუს თქმით, უახლოეს პერიოდში მოიწვევს ომის კაბინეტს, რათა დამტკიცდეს რაფაში სამოქმედო ოპერატიული გეგმები. მათ შორის, იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი. ამას გარდა, დასავლური მედია წერს, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით, ისრაელი კატარში დელეგაციას გზავნის.