პოლიციამ თელ-ავივში ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 21 დემონსტრანტი. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დემოკრატიის მოედნის მომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დავალებული ჰქონდათ ხელი შეეშალათ დემონსტრანტებისთვის აიალონის გზატკეცილის გადაკეტვაში.