ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დოკუმენტს მარტში მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ბევრია, ამიტომ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციები ეფექტურად შეასრულოს. ცნობისთვის, აქამდე ევროკავშირი გაწევრიანების ჩარჩო დოკუმენტის გადაცემას უკრაინისთვის ივნისში აპირებდა.