საბჭოთა ოკუპაციის დღეს იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. რუსული არმიის სისასტიკიდან 103 წლის თავზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაღუპული მეომრების ისტორიულ ღვაწლზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის დღევანდელ დღემდე გრძელდება. ოპოზიციის თქმით, საქართველოს ტერიორიების ოკუპაცია და უკრაინაში წარმოებული ომი რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებას კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს.