საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელისუფლებო გუნდის წევრებთან ერთად რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში 103 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული მეომრების ღვაწლზე ისაუბრეს. მათი თქმით, იუნკერების თავგანწირული ბრძოლა თითოეული ქართველისთვის საამაყო და სამაგალითოა.