საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და პატიმრობა მოჰყვა. ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.