საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ამჯერად უკვე გურიაში გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეთა ერთობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. სოფო ჯაფარიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ასევე საქართველოსთვის მეტი ეკონომიკური დოვლათის მოტანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ არჩევანს.