მმართველი პარტია სასამართლოში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვის წინააღმდეგია. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში გარე შემფასებლების ჩარევა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს დააზიანებს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა, ამიტომ მათთვის გაუგებარია რატომ უნდა გამოიყენონ ის საქართველოში. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ოპოზიცია სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების გარეშე არსებული მძიმე ვითარება ვერ გამოსწორდება.