უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მე-2 წლისთავზე უკრაინას მხარდაჭერას საქართველოც უცხადებს. უკრაინის მხარდაჭერი გზავნილები პრემიერ-მინიწტრმა, ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელეს. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. როგორ გამოემხაურნენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული ომის მე-2 წლისთავს, ამას ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ.