უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და ომის დაწყებიდან ზუსტად 2 წელი გავიდა. უკვე 731-ე დღეა, რაც უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. აღნიშნულ კონფლიქტს ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ასევე უკრაინის ასობით დასახლება განადგურდა. ქვეყნის ტერიტორიის 20% კი ამ დრომდე რუსეთის ოკუპაციაში რჩება