ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში. სასამართლომ ასევე 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზეიშენის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს. ჯარიმის საერთო თანხა 464.6 მილიონ დოლარს შეადგენს, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად 114 000 დოლარზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება. უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და, შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს.