უკრაინაში ომი გრძელდება. უკრაინა და რუსეთი ორწლიანი ომის განმავლობაში მოწინააღმდეგის მხარეს არსებული დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის ჯამური დანაკარგი 409 010 მებრძოლს შეადგენს. აქედან, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში 770-მდე ჯარისკაცია დაღუპული. გენშტაბის ცნობით, განადგურებულია რუსეთის არმიის შემადგენლობაში არსებული: 6,534 ტანკი, 12 425 ჯავშანტექნიკა, 9 952 საარტილერიო სისტემა და სხვა შეირაღება. ამასთან, რუსეთის ცნობით, უკრაინული მხარის ცოცხალი ძალის დანაკარგი 436 938 სამხედროს შეადგენს, აქედან თითქმის ნახევარი ბოლო ერთ წელიწადში დაიღუპა.