რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წლის გასვლასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. პოლიტიკოსების ნაწილი დღეს კიევში იმყოფება. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის ფინანსურ, ეკონომიკურ, სამხედრო და მორალურ მხარდაჭერას გააგრძელებს. კიევში ჩავიდნენ იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები. ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდრ დე კროო შეხვედრებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართვენ. კიევში იმყოფება დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონიც. უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ სხვა ლიდერებიც.