რუსეთ-უკრაინის ომის მე-2 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მხარდამჭერ განცახდებებს ავრცელებენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და უკრაინის სიმტკიცის გატეხვა ვერ შეძლო. მანვე უკრაინელებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია და გამარჯვება სწორედ მათ მხარეს იქნება. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს - საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას, რაც არა მხოლოდ სიტყვებით გამოიხატებ, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერითაც. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის დასაცავად ხმას იმაღლებს და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინის მიწაზე სამხედრო ინტერვენცია შეწყვიტოს.