ყოფილ ფეხბურთელს, ბექა ჟღენტს საზოგადოებიას დახმარება ესაჭიროება. მას გვერდითი ამიოტროპული სკლეროზი დაუდგინდა, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცს მკურნალობის 1-წლიანი კურსის გავლა სჭირდება, რისი ღირებულებაც 100 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბექა ჟღენტი მუდმივ ყოველწლიურ მკურნალობას და გადასხმებს საჭიროებს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს. დახმარების სურვილის შემთხვევაში, სასურველი თანხა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ.