აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო სამ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებული პირები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი ვალერი ბოარინევი და ამავე უწყების თანამდებობის პირები – იგორ რაკიტინი და ვადიმ კალინინი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“ და ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სანქციები კიდევ იქნება. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს უკრაინაში ომისა და ოპოზიციონერის გარდაცვალების გამო 500-მდე ახალი სანქცია დაუწესა.