ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა - Palitra News

ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა

2024-02-24 10:50:20+04:00

ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.