ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.