ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიაში Skrydstrup-ის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკოსების ინტენსიური წვრთნების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. პრეზიდენტის განცხადებით, ყველა უკრაინელი ელის იმ დღეს, როდესაც ქვეყნის ცაში პირველი F-16 -ები გამოჩნდებიან. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეფ-16-ები ქალაქებისა და თემების დაცვას გააძლიერებს, ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს კი გაზრდის. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი F-16-ები უკრაინის ცაზე მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდებიან.