უკრაინის ომთან დაკავშირებით და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპატიმროში დაღუპვის გამო, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს სანქციები უზრუნველყოფს, რომ პუტინმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და შიდა რეპრესიებითვის კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხადოს. სანქციების სამიზნე ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებული პირები, რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები არიან. გადაწყვეტილების ფარგლებში, ექსპორტზე შეზღუდვები 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს ეხება. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელ და მთელი მსოფლიოს ხალხებს ესმით, რომ მიმდინარე ომის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება. ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმომადგენელთა პალატას იმ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს.