გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართა. აღნიშნული პირები გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში უკვე მსჯავრდებულები არიან. თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს თავდაპირველად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ სურდათ საქმის განხილვა, თუმცა, მათ მოგვიანებით აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქმეს ახლა უკვე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს. აღნიშნული ეპიზოდი „ქემრის“ მგზავრების მიერ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება.