პენსიონერთა პრობლემები და საპენსიო სესხების კუთხით დაფიქსირებული ხარვეზები- საკითხზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისაგან განმარტებები მოისმინეს. ნათია თურნავამ, ე.წ ოვერდრაფტებისა და პანდემიის დროს სესხებზე გამოცხდებული საშეღავათო პერიოდის შესახებ ინფორმირებულობის პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სესხის გადავადება მის განულებას ნიშნავს, რაც არასწორია. დღევანდელ სხდომაზე შეაფასეს ლიბერთი ბანკის გუშინდელი გადაწყვეტილება პენსიონერების ნაწილისთვის სესხის პროცენტის შემცირების თაობაზეც. ოპონენტები საპენსიო რეგორმას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამენ და მას დაგვიანებულად მიიჩნევენ.