სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მმართველი გუნდის ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორს შორის კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ალბანურ მეთოდს, კერძოდ ვეტინგის სისტემას სთავაზობს, რომელიც სასამართლოსა და პროკურატურის განახლებას გულისხმობს. თუმცა აღნიშნულ სისტემაზე ზოგიერთ ოპოზიციონერ დეპუტატს განსხვავებული მოსაზრება აქვს. თავისმხრივ მმართველი გუნდისთვის ვეტინგის სისტემა მიუღებელია. მათივე განმარტებით აღნიშნული სისტემის დანერგვით ოპოზიცია სასამართლოს ხელში ჩაგდებას ცდილობს.