რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს ხვდება. მათი მოთხოვნები უცვლელია. მედპერსონალი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება საავადმყოფოს დანგრევასა და კოლექტივის დაშლასთან დაკავშირებით. დღეს ამ თემაზე კომენტარი ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. ის აცხადებს, რომ ერთის მხრივ, კლინიკის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს, მეორეს მხრივ კი საავადმყოფოს კოლექტივის ინტერესებია დასაცავი.