ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ბაქოს ოფიციალური განცხადებები ნიშნავს, რომ ქვეყანა სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებითვე, აზერბაიჯანი დიპლომატიურ დონეზე ირწმუნება, რომ თავდასხმის განზრახვა არ აქვს, თუმცა სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას პრაქტიკულად არ ცნობს.