1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც შეამკო. დაღუპულების ხსოვნას სალომე ზურაბიშვილთან ერთად პატივი მიაგეს პრეზიდენტის მრჩეველებმაც. ქვეყნის მთავარსარდალმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და მხოლოდ ის თქვა რომ ამ მნიშვნელოვან დღეს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ყველა ერთად უნდა ყოფილიყო.