პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა მიმდინარეობს. ნათია თურნავას დაბარება პენსიონერებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემას უკავშირდება. თურნავას თქმით ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ დაწესების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა, თუმცა ეროვნულ ბანკს შემუშავებული აქვს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება.