სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მმართველი გუნდის ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორს შორის კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ალბანურ მეთოდს, კერძოდ ვეტინგის სისტემას სთავაზობს, რომელიც სასამართლოსა და პროკურატურის განახლებას გულისხმობს. თუმცა აღნიშნულ სისტემაზე ზოგიერთ ოპოზიციონერ დეპუტატს განსხვავებული მოსაზრება აქვს. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ფიქრობენ რომ სასამართლო სისტემაში სიღრმისეული ცვლილებები საჭირო არ არის. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.