სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა საბოლოოდ შეაჩერა. ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, სომხეთთან მიმართებით, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში არ შესრულდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს ოფიციალური ერევანი ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა. ამასთან, ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო დახურვის შესახებ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს.