გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპოზოდზე ბრალდებულთა - ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. აღნიშნული პირები გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში უკვე მსჯავრდებულები არიან. თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს, თავდაპირველად, საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ სურდათ, თუმცა, მათ მოგვიანებით აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქმეს ახლა უკვე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს. რას აცხადებენ მხარეები და რა იგეგმება დღევანდელ სხდომაზე.