მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით რიგით მე-3 შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას რეიტინგის სისტემა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლო სისტემაში კვლავ სიღრმისეული რეფორმების გატარებას ითხოვენ და მათ მოსაზრებას არასამთავრობო სექტორშიც იზიარებენ. რას გულისხმობს ვეტინგის სისტემა და რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები