პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა, თბილისის მერმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 1921 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, მათი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. იუნკერთა მემორიალის გვირგვინით შემკობას საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ იუნკერთა მემორიალს დაახლოებით პირველ საათზე დამოუკიდებლად მიაგის პატივი.