ბარსელონას სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, დანი ალვეშს. 23 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის გამო ალვეში ციხეში ოთხ წელიწადსა და ექვს თვეს გაატარებს. ასევე, მსხვერპლს კომპენსაციის სახით 150 ათას ევროს გადაუხდის.