ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს არაერთი წარმატება აქვს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში პირდაპირ საჰაერო ფრენებს იწყებენ. ქვრივიშვილის თქმით, მათ შორისაა, „ავსტრიის ავიახაზები“, ნიდერლანდური „ტრანსავია“, ასევე ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways-ი.
ქუვეითის ავიაკომპანია ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან კვირაში 7-ჯერ შეასრულებს.