ორბელიანების სასახლემ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას უკვე მეორედ უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერითა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.