ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა - ის ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მიმდინარე წლის ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის, კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან შეხვედრებს 19 თებერვლიდან მართავს. ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.