საქართველოს პარლამენტში 9 დათქმის შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მმართველმა გუნდმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ამჯერად სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე იმსჯელეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ვიდრე „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წოდებული კლანის არსებობას არ აღიარებს, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოს რეფორმა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების ნაწილია. მისივე თქმით, შეხვედრაზე ვერცერთი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ დასახელდა, რომელზეც იმის ეჭვი იქნებოდა, რომ სასამართლოს სისტემური პრობლემა აქვს.