იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამუშაო ფორმატებში დაწყებულ შეხვედრებს ესწრებიან ამბობენ, რომ ამჯერად დახურულ კარს მიღმა განხილვის მთავარი საკითხი სასამართლოსთან დაკავშირებული რეფორმების გატარება იყო, რა დროსაც კონსესუსს მხოლოდ ერთი მიმართულებით მიაღწიეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჯაროებას შეეხება. ექსპერტების ნაწილი აღნიშნულ შეხვედრებს ფასადურს უწოდებს. მათი ვარაუდით, ევროპელი ლიდერები საქართველოს მთავრობის კრიტიკას არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააძლიერებენ.