უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა :
„ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაცზე 5 რუსი დაღუპული ჯარისკაცი მოდის ეს არის მიახლოებითი სტატისტიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთმა უკრაინაში 400 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.