პარტია ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით გრძელდება. ამჯერად მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ზაზა გოგავასთან ერთად, ხემოწერებს თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში აგროვებს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით იდეის გარშემო საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი ერთიანდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტს პირველ მარტს გადასცემენ.