საქართველოს პარლამენტში 9 დათქმის შესახებ მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. კანონდებლები ამჯერად სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ. ოპოზიციური პარტიების აზრით, სანამ სახელისუფლებო გუნდი სისტემაში კლანის არსებობას არ აღიარებს, იქამდე პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე საუბრობს მმართველი გუნდი. რა არგუმენტები აქვთ პოლიტიკურ მხარეებს მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.