ნიდერლანდებში ხიდის მშენებლობის დროს 2 მუშა დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ლოხმში მოხდა. ბაგირები, რომლებითაც ხიდის თაღი უნდა აეწიათ, გაწყდა და კონსტრუქცია ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე ორი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს „სამრეწველო შემთხვევა“ უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილი მუშებიდან ერთ-ერთი ბელგიიდან იყო, მეორე კი პოლონეთიდან.