„ბიბლუსის“ მაღაზიებში ბრუნდება მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კამპანია „გადაიხადე რამდენიც გინდა“. დღეიდან გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს აქცის ფარგლებში ორ წიგნს სთავაზობს და ესენია ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. შეთავაზების ფარგლებში, მკითხველს თითოეული წიგნის შეძენა მათთვის სასურველ ფასად შეეძლება - კამპანია საქველმოქმედოა და გადახდილი თანხის ნაწილი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში გადაირიცხება. მსურველები წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ.