გეოლოგები, თელავში, ყვარელსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ღვარცოფული პროცესის განვითარების საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც, მათი თქმით, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. ამის შესახებ მათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რისკების მართვის სამოქმედო გემის დამუშავებასა და დანერგვაზე.