რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან ზუსტად 6 წელი გავიდა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. კობახიძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებასთან ერთად ის კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი აგოს.