პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეპუტატების წინაშე საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიშით უკვე წარსდგა. პაპუაშვილის ანგარიშის ძირითადი ნაწილი ოპოზიციის, არასმათავრობო სექტორისა და საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას დაეთმო. მანვე ხაზი საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობასაც გაუსვა. ანგარიშის წარდგენას მთავრობასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გარდა ამისა, სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც იმყოფებოდა. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ და რა კითხვები დაუსვეს მას.