სამაგიეროდ შემცირებულია უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმები. ისევ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარში, უბილეთო მგზავრებზე 165 ათას 416 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2023 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 257 ათას ლარს აჭარბებდა. თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში თითქმის 31 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 26 მლნ ლარი.