მხოლოდ თბილისში, პარკირებაზე ერთ თვეში დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის ჯარიმა გამოიწერა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარში, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში მილლიონ 416 ათასი ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 400 ათასი ლარით ნაკლები. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 17 მილიონ 982 ათასი ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში კი 17 მილიონ 108 ათასი ლარი. ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.